- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
ქართული ანბანი ერთ-ერთი სრულყოფილი წერითი სისტემაა. მასში გრაფიკულ სიმბოლოთა (ასოთა) რაოდენობა ზუსტად შეესატყვისება ქართული ენის ფონემური ერთეულების (სამეტყველო ბგერების) რიცხვს. ქართული ანბანის გრაფიკულმა მოხაზულობამ განვითარების სამი საფეხური განვლო; მის უძველეს სახეობას ასოთმთავრული (იგივე მთავრული), ანუ მრგვლოვანი ანბანი წარმოადგენს. ამ ანბანითაა შესრულებული V-IX სს-ის ეპიგრაფიკული და ხელნაწერი ტექსტები. მაგრამ იგი არსებობას შემდგომ პერიოდშიც ინარჩუნებს როგორც ეპიგრაფუკულ ძეგლებში, ასევე ხელნაწერ წიგნში, სადაც ითავსებს გარკვეულ დეკორატიულ ფუნქციას და გაბმულ ნაწერში სააქცენტო მონაკვეთების გამოსაყოფად გამოიყენება. ალბათ, ამიტომაც ეწოდა მრგვლოვან ანბანს მთავრული.
X საუკუნიდან მთავრულის პარალელურად გვხვდება კუთხოვანი, ანუ ნუსხური, იგივე ხუცური დაწერილობა. ნუსხურით გადაწერილ ტექსტებში სათაურები და საზედაო ასოები მთავრულითაა ნაწერი. სახელწოდება ნუსხური, რომელიც კუთხოვანი ანბანისთვის იხმარება, უკავშირდება სიტყვა "ნუსხას", რომელიც ქართველი მწერლისა და ლექსიკოგრაფის, სულხან-საბა ორბელიანის (XVII-XVIII სს.), განმარტებით, "ჩქარად აღწერილს" ნიშნავს. X-XI სს-ის მთავრულით გადაწერილ ქართულ ხელნაწერებში კარგად ჩანს სწაფად მოხაზული ასოდან მისი კუთხოვანი გრაფიკის ჩამოყალიბების პროცესი.
ხელნაწერი ტრადიციის მიხედვით, X-XI სს–დან კი ამ ორი ანბანის პარალელურად ვითარდება მხედრული ანუ თანამედროვე ქართული ანბანი. სახელწოდება მხედრული დაწერილობამ იმის საფუძველზე მიიღო, რომ იგი უპირატესად გამოიყენებოდა საერო შინაარსის ძეგლებში. X საუკუნეში განვითარებულია ქართული ანბანის სამივე გრაფიკული ფორმა.
- აბულაძე ილ. ქართული წერის ნიმუშები. პალეოგრაფიული ალბომი. თბ. 1973
- გამყრელიძე თ. წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა. თბ.,1989
- დანელია კ., სარჯველაძე ზ., ქართული პალეოგრაფია. თბ., `ნეკერი~, 1997
- მაჭავარიანი ე. ასომთავრული დამწერლობის მხატვრული თავისებურებანი ქართული ხელნაწერების მიხედვით (V-XII სს.): მრავალთავი, II, თბ., 1973.
- მაჭავარიანი ე. ბოლნისის სიონის სამშენებლო წარწერა, თბ., 1985
- მაჭავარიანი ე. მხედრული დამწერლობის ადრეული ნიმუშები. ჟურნალი მრავალთავი, III,თბ., 1973
- მაჭავარიანი ე. ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლები, თბ., 1982
- მაჭავარიანი ე. ქართული დამწერლობა, თბ., 2008
- შანიძე ა. რეცენზია გ. წერეთლის ნაშრომზე "არმაზის ბილინგვა", ჟურნალი "მნათობი", 1942, N 9
- პატარიძე რ., ქართული ასომთავრული, თბ., 1980.
- შარაშიძე ქრ. ქართული ანბანი მეცხრამეტე საუკუნემდე,~ქართული წიგნის ბიბლიოგრაფია~, თბ., 1941.
- შოშიაშვილი ნ. ლაპიდარული წარწერები, I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-Xსს.), თბ., 1980.
- ჯავახიშვილი ივ. ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგ-რაფია. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. IX,თბ., 1996
- Boeder W. Zur Analyse des altgeorgischen Alphabets: Zeitsehrift fur Russischunterstehung: Hamburg, 1975.
- Corbo V. Gliscavi di kh. Siyar el Ghanam (Campo dei Pastopi e i monasteri dei dintorni), Jérusalem, 1955.
- Salia K. Note sur l’origine et l’age l’alphabet géorgien: Bedi Kartlisa, 15-16, ( N43-44), Paris, 1963.
- Taylor I. Histori of the Alphabet, An account of the Origin and Development of Lettres, v. II, London, 1899
- Бакрадзе Д. Грузинская палеография: Труды V археологического съезда в Тбилисе, Москва, 1887
- Гамкрелидзе Т. В., Происхождение и типология алфавитной системы письма: Вопросы языкознания, Москва,№5-6, 1988
- Зиндер Р., Очерк общей теории письма (Основы граматологии), Москва, 1982
- Муравьев С.Н., Три древних альфавита Кавказа. Их различия, их сходство, проблема их родства: Международный Симпозиум по армянскому языкознанию, Ереван, 1982.
- Муравьев С.Н., Порядок букв древнегрузинского альфавита, მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, N 2,1984.
- Шанидзе А. Порядок букв грузинского, армснского и албан-ского альфавитов. J. Труды Музея истории Азербаиджанской ССР, II (материалы по истории Азербайджана), Баку, 1957