- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალაზე დაცულია ძვ. წ. III_ახ.წ.III საუკუნეებით დათარიღებული ბერძნული, არამეული და ებრაული წარწერები. ისინი გვხვდება საკულტო-სარიტუალო და საყოფაცხოვრებო ნივთებზე _ სამკაულებზე, საბეჭდავებზე, თიხის, მინისა და ვერცხლის ჭურჭელზე, საფლავის ქვებსა თუ სტელებზე. A1940 წელს მცხეთასთან ახლოს, არმაზის ხევში, ჩატერებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ახ.წ-ის II ს-ით დათარიღებული ორენოვანი _ ბერძნულ- არამეული _ ეპიტაფია, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში არმაზის ბილინგვის სახელითაა ცნობილი. ბილინგვის არამეული ანბანი ჩრდილო-მესოპოტამიური არამეულის დამოუკიდებელ შტოს ე. წ. არმაზულ დამწერლობას წარმოადგენს.Eეპიტაფიის ტექსტი შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს ახ.წ-ის II ს-ის იბერიის (ქართლის) კულტურულ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, რის საფუძველზეც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ პერიოდში არამეული უნდა ყოფილიყო ქართლის სახელმწიფო-საკანცელარიო ანბანი. რაც შეეხება ებრაულს, იგი ქართლში კომპაქტურად დასახლებული ებრაული ეთნოსის დამწერლობას წარმოადგენდა.
- აფაქიძე ა. ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში.
- გამყრელიძე თ. წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა. თბ., 1989
- ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში, თბ. 1951
- ყაუხჩიშვილი ს. მცხეთა –სამთავროს ახლად აღმოჩენილი წარწერა, ჟურნალი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, II, N 1-2, თბ., 1941
- წერეთელი გ. არმაზის ბილინგვა. ჟ. ენიმკის მოამბე,XIII, თბ., 1942;
- წერეთელი გ, მცხეთის ახლად აღმოჩენილი ებრაული წარწერა. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ისტორიის ინსტიტუტის მოამბე, ტ.V-VI, /????
- წერეთელი გ. მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა. თბ. 1958
- წერეთელი კ., ქართლში აღმოჩენილი არამეული წარწერები და მათი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა კრებული: სემიტოლოგიური და ქართველოლოგიური შტუდიები, თბ., 2001
- მისივე, ქართულ-ებრაული ურთიერთობებისათვის, სემიტოლოგიური
- Церетели Г. Армазская билингва. Двуязычная надпись, найденная при археологи-ческих раскопках в Мцхета-Армази, Тбилиси, 1941.
- Церетели Г. Армазское письмо и проблема происхождения грузинского алфавита: Эпиграфика Востока, 2, Ленинград, 1948, 3, Ленинград, 1948.
- Шанидзе А. Данные греко-пехлевской билингвы из Армази для истории термина ეზოსმოძღუარი в древнегрузинском: საქ. მეცნ. აკად. განყ. მოამბე, N1, 1960.