- სამწიგნობრო კერები
- სასულიერო ხელნაწერები
- საერო ხელნაწერები
- ყდა
- გალერეა
ქართული ტექსტების შემცველი პალიმფსესტური, ანუ ეტრატის გადარეცხვის შემდეგ საწერად ხელმეორედ გამოყენებული ფურცლები, ინახება როგორც საქართველოში - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ასევე ვენის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, ოქსფორდში, კემბრიჯში, ბოდლის ბიბლიოთეკაში, საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკასა და სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის წიგნსაცავში. ძირითადად მათი ქვედა ტექსტები V-VIII საუკუნეებით თარიღდება და შეიცავს ფრაგმენტებს ძველი და ახალი აღთქმიდან, მოციქულთა აქტებიდან, აპოკრიფული, ჰომილეტიკური და აგიოგრაფიული თხზულებებიდან.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია 4570 პალიმფსესტური ფურცელი. ამ ფურცლების ორივე - ქვედა და ზედა შრე ქართულენოვანია და გადაწერილია სხვადასხვა ეპოქაში.
ყურადღებას იპყრობს ქართული ტექსტების შემცველი ორენოვანი პალიმფსესტები. ასეთებია ბერძნულ-ქართული ფურცლები, Xს-ის საბაწმინდურ ხელნაწერში - ჭილ-ეტრატის იადგარში (ბერძნული ტექსტი იკითხება ქვედა ფენაზე; დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში); ებრაულ-ქართული პალიმფსესტი ოქსფორდისა და კემბრიჯის კოლექციაში. Aამ პალიმფსესტის ზედა ებრაული (თალმუდის ფრაგმენტები) ტექსტი თარიღდება XI საუკუნით, ქვედა ქართული კი _ იერემია წინასწარმეტყველის წიგნის ფრაგმენტი -
V-VI საუკუნეებით. ქართულ-ებრაული პალიმფსესტების ქვედა ქართული ტექსტი შეისწავლა და გამოსცა ივანე ჯავახიშვილმა, ხოლო კემბრიჯში დაცული ორი ფურცელისა -აკაკი შანიძემ.
საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართულ კოლექციაში ინახება სირიულ-ქართილი პალიმფსესტი, რომლის ზედა ფენაც X ს-ის ქართული ლიტურგიკული წიგნის ფრაგმენტია, ქვედა კი - სირიული. ამ ტექსტის რაობა დაადგინა ფრანგმა ქართველოლოგმა ბერნარ უტიემ.
ამ სახის ორენოვანი პალიმფსესტების არსებობა ძალზე მნიშვნელოვანია კულტურატა დიალოგის პრობლემების შესწავლის თვალსაზრისით.
ქართული პალიმფსესტებისადმი დიდი ინტერესი XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ჩნდება და მათი აღმოჩენა ივანე ჯავახიშვილის სახელს უკავშირდება. ესენია ხანმეტი პალიმფსესტები.
ტერმინი ,,ხანმეტი’’ გულისხმობს ზმნის ისეთ ფორმებს, რომლებთანაც სუბიექტური მეორე პირისა და ობიექტური მესამე პირების გამოსახატავად,ასევე ზედსართავის უფროობითი ხარისხის საწარმოებლად გამოიყენებოდა პრეფიქსი “ხ” ეს გრამატიკული ნორმა V-XIII საუკუნეებში მოქმედებდა. შემდგომი პერიოდისათვის ის ცოცხალი ენის ნორმებისათვის სრულიად მიუღებელი იყო, ამიტომაც ჯერ კიდევ XI საუკუნეში ასეთ ტექსტებს გიორგი მთაწმინდელი ,,ხანმეტს’’ უწოდებს.
მოგვიანებით, პალიმფსესტებზე მუშაობისას აღმოჩნდა ახალი მასალა, რომელსაც აკაკი შანიძემ უწოდა ,,ჰაემეტი’’ ტექსტები. ,,ჰაემეტი’’ ტერმინი შეიქმნა ხანმეტის ანალოგიით, რადგან ამ ტექსტებში სუბიექტური მეორე პირისა და ობიექტური მესამე პირების გამოსახატავად გამოიყენებოდა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფორმებში დაცულია როგორც ძველი და ახალი აღთქმისა და `წმიდა ქრისტინას წამების~ ხანმეტი ფრაგმენტები, ასევე X ს-ის ტექსტები.