ქართულ ხელნაწერ ტრადიციასა და წიგნის ხელოვნებას 16-საუკუნოვანი ისტორია აქვს.  მისი წარმოშობა და შემდგომი ცვლილება უკავშირდება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების მრავალ ასპექტს- სარწმუნოებრივსა და პოლიტიკურ გელათის ოთხთავი, XII ს ორიენტაციას, სოციალურ ურთიერთობებს, საგანმანათლებლო ტენდენციებს, მხატვრული აზროვნებისა და მატერიალური კულტურის განვითარებას.

ქართული წერილობითი კულტურისა და ხელნაწერი წიგნის სათავეები ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების ფაქტში (326 წ.) უნდა ვეძებოთ. მას შემდგომ ქართულმა კულტურამ, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან მჭიდრო სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების პირობებში ვითარდებოდა, უარი თქვა მისთვის უკვე კარგად ცნობილი ანბანური სისტემების გამოყენებაზე და თავად შექმნა საკუთარი ანბანური დამწერლობა. ქართული ანბანის პროტოტიპად ბერძნული ანბანი ივარაუდება. პირველი წერილობითი ძეგლები – ეპიგრაფიკული წარწერები თუ ხელნაწერი ფურცლები V-VI სს-ებით თარიღდება. ძველი წიგნების ეს ფრაგმენტები შენარჩუნებულია პალიმფსეტური ფურცლების ქვედა ფენაზე.

ქართული ხელნაწერი წიგნი არ შექმნილა მსოფლიო ცივილიზაციისაგან მოწყვეტილ გარემოში. ქრისტიანული მსოფლმხედველობის შეთვისების მიზნით, მან იმთავითვე, ანუ V ს-დან, მიმართა ყურადღება ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ცენტრებისკენ და შემდგომაც, მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, ვითარდებოდა თანადროულ აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროსა (სირია-პალესტინას) და კონსტანტონეპოლთან მჭიდრო კულტურული კავშირების გზით. შესაბამისად, ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა დღემდე შემოინახა ადრეული ქრისტიანული მწერლობის იმგვარი ძეგლები, რომელთა სხვაენოვანი ტექსტები - ბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური, ლათინური, სომხური თუ სლავური - დღეისათვის დაკარგულად ითვლება. ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მან გაიზიარა მცირე და ახლო აღმოსავლეთისა და ბიზანტიის წერილობითი კულტურების გამოცდილება, სრულად შეითვისა როგორც წიგნის შემეცნებით-საგანმანათლებლო ფუნქციის ამსახველი მრავალფეროვანი მასალა, ასევე მისი მხატვრული გაფორმებისვეფხისტყაოსანი, XVIII ს. ა და საწარმოო პროცესების შესახებ შუასაუკუნეებში არსებული ცოდნა.

საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების სახელმწიფოებრივმა მნიშვნელობამ განაპირობა წიგნის გადაწერისა და შექმნის საქმეში მაღალი ფეოდალური წრის ფინანსური ჩართვა. წიგნი იქცა სახელმწიფოებრივი და კულტურული სტატუსის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად, რამაც ხელი შეუწყო ფორმითა და დანიშნულებით განსხვავებული ხელნაწერების არსებობას, კერძოდ, ყოველდღიური მოხმარების სამონასტრო წიგნების პარალელურად ჩამოყალიბდა მცირე ფორმის სადა საბერმონაზვნო, მდიდრულად შემკული, საგანგებოდ აკინძული "საზეიმო" და პირადი კუთვნილების წიგნები.

შუა საუკენეების ქართული მწიგნობრობა და წერილობითი კულტურა, პოლიტიკური ცხოვრების შესაბამისად, ორიენტირებული იყო არა მხოლოდ ქრისტიანული აზროვნების შემეცნებისაკენ, არამედ მისთვის ცნობილი და უახლოესი მეზობელი (ისლამური სპარსულ-არაბული) წერილობითი კულტურების გაცნობისკენაც.მოქვის სახარება, ასლი

გვიან შუა საუკუნეებში ქართულმა სამწიგნობრო ტრადიციამ ყურადღება ევროპული ტენდენციებისა და გამოცდილებისაკენ მიმართა. ევროპულ კულტურასთან კავშირმა ხელი შეუწყო ქართული ხელნაწერი წიგნის გრავირებისა და ბეჭდვითი საქმის განვითარებას.

დღეისათვის ცნობილია ქართული ხელნაწერი წიგნის 11 ათასამდე ეგზემპლარი, რომლებიც ინახება როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის უმნიშვნელოვანეს წიგნსაცავებში. ამათგან უმთავრესი საცავი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. იგი 50 წელზე მეტი ხანია, რაც ემსახურება ქართული ხელნაწერი წიგნის კვლევისა და დაცვა-აღრიცხვის საქმეს.

ძირითადი ბიბლიოგრაფია

  1. აბულაძე ი. ძველ ხელნაწერთა დაცვა და ტაქსტების პუბლიკაცია საბჭოთა საქართველოში: მოამბე (ხელნაწერთა ინსტიტუტი), I, თბ., 1956.
  2. აბულაძე ი. წერის ხელოვნებასთან დაკავშირებული რამდენიმე ძველი ქართული ტერმინი: თსუ შრომები, XXXIX, თბ., 1950.     
  3. ახალი აღმოჩენა სინის მთაზე. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა,  ათენი, 2005. (ბერძნულ-ქართულ-ინგლისური კატალოგი).
  4. ახალციხის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა. ელ მეტრეველის    რედაქციით, თბ. 1987.
  5. გაბიძაშვილი ე. ქართული ნათარგმნი ასკეტიკა და მისტიკა, თბ., 2006.
  6. გაბიძაშვილი ე. ქართული ნათარგმნი ჰაგიოჰრაფია, თბ., 2004.
  7. გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ქართულ    ხელნაწერთა აღწერილობა. მ. ქავთარიას რედაქციით, თბ., 2002.
  8. გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა   აღწერილობა. ხელნაწერები აღწერა, შესავალი და საძიებლები დაურთო      თ. ბრეგაძემ, თბ., 1988.
  9. კარანაძე მ. ქართული წიგნის ყდის ისტორია, თბ., 2002.
  10. კეკელიძე კ. უცხო ავტორები ქართულ მწერლობაში: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. V, თბ. 1957.
  11. მაისურაძე მ. ქართულად თარგმნილი უცხოური ჰომილეტიკური ლიტერატურის კატალოგი თბ., 2006.
  12. მარი ნ. იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავის ქართული ხელნაწერების მოკლე აღწერილობა. დასაბეჭდად მოამზადა ელ.      მეტრეველმა. თბ., 1955.
  13. მელიქიშვილი ნ. ბასილი კესარიელის, გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელისა და იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური თხზულებები ქართულ ენაზე, თბ., 2000
  14. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერები (Aკოლექცია), თბ.: ტ.1(1 ), ელ მეტრეველის რედაქციით - 1973; ტ.1(2) ელ.              მეტრეველის რედაქციით - 1976; ტ.1(3), ელ. მეტრეველის რედაქციით - 1980; ტ.1(4) ელ. მეტრეველის რადაქციით - 1985; ტ.2(1), ელ მეტრეველის რედაქციით - 1986;ტ.2(2) მ. ქავთარიას რედაქციით - 2003, ტ.4, კ.       კეკელიძის რედაქ-ციით  - 1954; ტ.5 კ. კეკელიძის რედაქციით - 1955;
  15. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა      აღწერილობა. საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების ყოფილი მუზეუმის (H) კოლექცია. თბ.,ტ.1, ილ. აბულაძის ხელმძღვენელობითა და რედაქციით - 1947; ტ.2, ილ. აბულაძის რედაქციით - 1946; ტ.3, კ. კეკელიძის რედაქციით - 1948; ტ.4, კ. კეკელიძის რედაქციით - 1950, ტ.5, ა. ბარამიძის რედაქციით - 1949; ტ. 6, ა. ბარამიძის რედაქციით-1953;
  16. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. მუზეუმის ახალი (Q) კოლექცია, ილ. აბულაძის რედაქციით, თბ.,ტ.1 - 1957; ტ.2 - 1958; ტ.3, მ. ქავთარიას რედაქციით _ იბეჭდება
  17. საქართველოს სსრ მეცნ. აკადემია, Qქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხელნაწერთა აღწერილობა, თბ.,  I, კ.     კეკელიძის რედაქციით - 1960;  II  მ. ნიკოლეიშვილის რედაქციით,  -   1964.
  18. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. ათონური კოლექცია, ელ.  მეტრეველის რედაქციით, I,  თბ., 1086.
  19. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადობის (შ) კოლექციისა, ელ. მეტრეველის რედაქციით, თბ.: ტ.1-1959; ტ.2 - 1961; ტ.3- 1963; ტ.4 - 1965, ტ.5 - 1967; ტ.6 - 1966; ტ.7 - 1973;
  20. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. სინური კოლექცია; ელ. მეტრეველის რედაქციით თბ., ნაკვ.1 - 1978; ნაკვ. 2 - 1979; ნაკვ. 3 - 1987.
  21. ქაჯაია ლ. განკვეთილობის ნიშნები ძველ ქართულ ხელნაწერებში: პალეოგრაფიული ძიებანი, 1, 1965. 
  22. შანიძე ა. ქართული ხელნაწერები გრაცში. ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, IX, 1929.
  23. ჭანკიევი ც. დაქარაგმების წესები ძველ ქართულ ხელნაწერებში: პალეოგრაფიული ძიებანი, 1, 1965.
  24. ჭანკიევი ც. ქსნის ოთხთავის ლენინგრადული ფრაგმენტები: მრავალთავი, 4, თბ. 1962.
  25. ჯავახიშვილი ივ. სინის მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1947. 
  26. Bibliotheca Hagiografica Graeca, , troisième édition par F. Halkin,I-III, Bruxelles, 1957. 
  27. Catalogue des maniscrits géorgiens de la Bibliotheque patriarchale greque à Jerusalem,
  28. par R.P. Blake, Révue de l’Orien chrétien, t. III(XXIII) 1922-23,n.3-4;t.IV(XXIV), 1924,n. 1-4;t.V(XXV), 1925-26n.1-2.
  29. Catalogue des maniscrits géorgiens de la Bibliotheque de la laure  d’Iviron au    Mont Athos, par Blake R. P.,  Révue de l’Orien chrétien, t.XVIII(XXVIII), 1931-32, n.3-4; t.IX(XXIX),1933-34, n. 1-2;t.IX(XXIX), 1933-34,n.3-4.
  30. Clavis Patrum Graecorum, I-IV, cura et studio Mavritii Geerard, Corpus Christianorum, Brepols-Turnhout, 1974.
  31. Clavis Apocryphorum Novi Testamenti, cura et studio Mavritii Geerard,  Corpus Christianorum, Brepols-Turnhout, 1992.
  32. Esbroek M. van, Les plus ansiens Homeliaires georgiens, Louvain –la-Neuve, 1975.
  33. Garitte G .  Catalogue des manuscrits géorgiens Litteraire du Mont Sinaï, Louvain, 1956.
  34. Garitte G. Un index géorgien des lectures evangelique selon l’ancien rite de Jérisalem: Le Muséon, t, LXXXV, fasc.3-4, Louvain,1072.
  35. Джанашвили М. Описание рукописей Тифлисского церковного музея, кн.1, Тифлис,1908.
  36. Жордания Ф.  Описание рукописей Тифлисского церковного музея, Тифлис, 1902.
  37. Марр Н. Описание грузинских рукописей Синайского монастыря, М-Л., 1940.
  38. Такаишвили Е. Описание рукописей Обшества распространения грамотности среди грузинского населения~ (I- 1902-1904, II-1906-1912).
  39. Цагарели А. Сведения о памятниках грузинской письменности (I -1886, II -1889, III-1894)
  40. Цагарели А. Памятники грузинской старины в Святой земле и на Синае: Православный Палестинский Сборник, СПб., 1888.
  41. Шмерлинг Р. Художественное оформление грузинской рукописной книги IX-XI вв.Тбилиси, 1976.